ამინდის პროგნოზი

მაშველები კახეთის მთებში ნაპოვნი ცხედრის ჩამოსვენებას ვერ ახერხებენ

 
04 June, 2016   4 წელი 3 თვის წინ
 
798

მესამე დღეა, მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ახალსოფლის მთებში იმ ადგილას ასვლას ვერ ახერხებენ, სადაც მწყემსმა ცხედარი ნახა.

სოფელის რწმუნებულის ინფორმაციით, სამუშაოებს მთაში რთული კლიმატური პირობები აფერხებს. მისივე თქმით, სოფლიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მწყემსმა ცხედართან ერთად, იარაღი და ზურგჩანთაც ნახა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ნივთები შესაძლოა, გასული წლის დეკემბრის ბოლოს ლაგოდეხის მთებიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ეკუთვნოდეს.

სამი ახალგაზრდა მთაში სანადიროდ ახალი წლის წინა დღეებში წავიდა, თუმცა მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.