ამინდის პროგნოზი

ლაგოდეხის მთებში ნაპოვნი გარდაცვლილი სავარაუდოდ, გაუჩინარებული მონადირეებიდან ერთ-ერთია

 
05 June, 2016   4 წელი 3 თვის წინ
 
601

სამდღიანი ძებნის შემდეგ ლაგოდეხის მთებში მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს. გარდაცვლილი მაშველებმა უკვე ჩამოასვენეს და ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი ხუთი თვის წინ გაუჩინარებული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.

სამძებრო სამუშაოები, რომელშიც ექსპერტ-კრიმინალისტებიც იყვნენ ჩართული, მას შემდეგ განახლდა, რაც მთაში ერთ-ერთმა მწყემსმა ცხედართან ერთად, ზურგჩანთა და იარაღი იპოვა. ამ დროისთვის ადგილზე მაშველები აღარ მუშაობენ.

გახდება თუ არა საჭირო ახალი სამძებრო მოქმედებების ჩატარება, მხოლოდ მაშინ გაირკვევა, რაც ცხედრის იდენტიფიცირება მოხდება.

სამი ახალგაზრდა მთაში სანადიროდ ახალი წლის წინა დღეებში წავიდა, თუმცა მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.