ამინდის პროგნოზი

ლაგოდეხის მთებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

 
08 June, 2016   4 წელი 3 თვის წინ
 
781

ლაგოდეხის მთებში მაშველებმა კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა გარდაცვლილი იმ მონადირეებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 2015 წლის დეკემბერში გაუჩინარდნენ.

სამი ახალგაზრდა მთაში სანადიროდ ახალი წლის წინა დღეებში წავიდა, ერთ-ერთი დაკარგული მონადირის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს.