ამინდის პროგნოზი

ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია სრულდება

 
09 July, 2016   4 წელი 2 თვის წინ
 
325

კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გაიწმინდა სადრენაჟე არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის -  ონანაურის, ჭაბუკიანისა და ზემო ნაშოვარის 100 ჰექტარი მიწის  ფართობი შეიძენს  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას. 

საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული არხიდან, წყალსაქაჩი ტუმბოს გამოყენებით შესაძლებელია,  60-მდე ჰექტარი მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება.