ამინდის პროგნოზი

ლაგოდეხში ხიდის ჩანგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

 
30 July, 2016   4 წელი 1 თვის წინ
 
503

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში ხიდის ჩანგრევის შედეგად  სამი ადამიანი დაშავდა. 

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს, იმ დროს მოხდა, როცა მებაღეები სატვირთო მიკროავტობუსით მოკრეფილი საზამთროს მოსავლის გატანას ცდილობდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ამორტიზირებულმა ხიდმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ტრანსპორტი 5-6 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

დაშავებულებს მკურნალობა ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მოკვლევა შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს.