ამინდის პროგნოზი

ლაგოდეხში 600 მეტრის რადიუსზე განთავსებულ უძველეს კომპლექსს მიაგნეს

 
17 August, 2016   4 წელი 1 თვის წინ
 
698

ლაგოდეხის რაიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ჩვენი წელთაღრიცხვით მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნის ნამოსახლარს მიაგნეს. 

ნაპოვნია ფეოდალის სამოსახლო, ეკლესია და დამხმარე სათავსოები. 600 მეტრის რადიუსზე განთავსებულ კომპლექსში სამი სხვადასხვა ზომის ქვის საწნახელიც აღმოჩნდა, რაც არქეოლოგიაში იშვიათი შემთხვევაა და ნამოსახლარის ტერიტორიაზე ყურძნის გადამუშავებას ადასტურებს.