ამინდის პროგნოზი

"ჩვენი პარტიის ოფისებზე განხორციელდა შეტევა"

 
25 August, 2016   4 წელი 1 თვის წინ
 
655

პოლიტიკური პარტია "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენელი ხათუნა ლაგაზიძე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. 

მისი განცხადებით, რამდენიმე რაიონში მათი ოფისების გარე ფასადი დააზიანეს და "ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი დააწერეს.

პოლიტიკური პარტია ხელისუფლებასა და შესაბამის ორგანოებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„გუშინ ღამით, ჩვენი პარტიის ოფისებზე განხორციელდა შეტევა. კერძოდ, საუბარია გურჯაანის, გორისა და ლაგოდეხის ოფისებზე, სადაც მოხდა გარე ფასადის დაზიანება, შეღებვა ქართული ოცნების ფერებით. ეს თავისთავად არის ერთის მხრივ, შეტევა პარტიის ოფისებზე, მეორეს მხრივ ვანდალური აქტი, იმიტომ, რომ კერძოდ გორში, ეს მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.