ამინდის პროგნოზი

გურამ მაჭარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

 
27 August, 2016   4 წელი 1 თვის წინ
 
343

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"  მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლელიანის,ჭაბუკიანის და ქ.ლაგოდეხის № 3 – ე საარჩევნო უბნის მცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საკუთარი გეგმები გააცნო.

სოფელ ლელიანის მოსახლეობამ გურამ მაჭარაშვილთან შეხვედრისას ყურადღება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხებზე გაამახვილა. რაც შეეხება სოფელ ჭაბუკიანის მოსახლეობას, მათ მაჭარაშვილთან საუბრისას აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაზე გააკეთეს.

მოსახლეობის მიერ სოფლების საჭიროებებთან დაკავშირებით დაყენებული საკითხები, კანდიდატის თქმით, უცხო არ არის. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, აღნიშნულ სოფლებში არსებული გამოწვევების დაძლევაზე მუშაობა მისი საპარლამენტო საქმიანობის პირველივე დღეებში დაიწყება.

შეხვედრებისას გურამ მაჭარაშვილმა ამომრჩეველს განუმარტა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება თითოეული მათგანის ხმა საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ქართული ოცნების კანდიდატმა ადგილობრივებს მუდმივი შეხვედრების და კომუნიკაციის პირობა მისცა:

"მნიშვნელოვანია, რომ პრობლემების გადაწყვეტა მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრის და კომუნიკაციის გზით ხდებოდეს. აუცილებელია იცოდე, რას თვლის ამა თუ იმ სოფლის მოქალაქე პრიორიტეტად. მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვან დროს სწორედ ხალხთან ურთიერთობას მოვახმარ, სწორედ მათ მიერ დაყენებული საკითხები იქნება ჩემი და ჩვენი გუნდის მოქმედების ამოსავალი წერტილი. მჯერა, 8 ოქტომბერს, თქვენთან ერთად შევძლებთ ურთიერთ თანამშრომლობის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ყველა გამოწვევის დაძლევის წინაპირობა იქნება", – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.