ამინდის პროგნოზი

გურამ მაჭარაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს

 
29 August, 2016   4 წელი 1 თვის წინ
 
842

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს.

კანდიდატი ამჯერად ლაგოდეხის  სოფლების - არეშფერანის, გვიმრიანის, აფენის, გიორგეთისა და ქალაქ ლაგოდეხის №30 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ლაგოდეხისა და ყვარელის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული საქმიანობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მისივე თქმით, შეიცვლება მაჟორიტარი დეპუტატის მუშაობის სტანდარტი. კერძოდ, ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის პროცესი მხოლოდ მოქალაქეებთან კომუნიკაციის შემდეგ დაიწყება.