ამინდის პროგნოზი

გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნების“ პროგრამა ამჯერად ბაისუბნისა და ჩადუნიანის მოსახლეობას გააცნო

 
14 September, 2016   4 წელი 2 კვირის წინ
 
289

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში გურამ მაჭარაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბაისუბნისა და ჩადუნიანის მოსახლეობას შეხვდა და ,,ქართული ოცნების“ პროგრამა გააცნო. ამასთან, მაჭარაშვილი მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღებისა და ახალი ბაზრების ათვისების პერსპექტივაზე ესაუბრა.

თავის მხრივ, ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს გაზიფიცირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაზე. ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ 2017 წლის დასასრულს მუნიციპალიტეტის სოფლების 90 % გაზიფიცირებული იქნება, ხოლო ბაისუბნის ამორტიზებული გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე მომზადებულია და აუცილებლად განხორციელდება.