ამინდის პროგნოზი

კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია

 
15 September, 2016   4 წელი 1 კვირის წინ
 
369

უამინდობამ პრობლემები ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში შექმნა.

უამინდობის მიზეზით  რამდენიმე საათის განმავლობაში  ელექტროენერეგია  არ მიეწოდებოდა  კახეთის რეგიონის 5 ათასამდე აბონენტს.

უამინდობამ დაზიანა ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 10 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები.

დაზიანების ყველა  ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ „კახეთის ენერგო დისტრიბუციის" ტექნიკური ჯგუფები და ამ დროისთვის ელექტროენერგიიის მიწოდება სრულად აღდგენილია.

„კახეთის ენერგო დისტრიბუცია" რეგიონში სულ 130 ათას აბონენტს ემსახურება, უამინდობამ პრობლემები აბონენტების დაახლოებით 4%-ს შეუქმნა.