ამინდის პროგნოზი

გურამ კაკალაშვილი პატარაგორისა და გურგენიანის მოსახლეობას შეხვდა

 
22 September, 2016   4 წელი 1 კვირის წინ
 
397

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ხვდება. 

კანდიდატის თქმით, სოფელ პატარაგორში ადგილობრივები გაზიფიცირების და გზის პრობლემებზე საუბრობენ, მოსახლეობას კრიმინალის გაზრდილი მაჩვენებელიც აწუხებს, ადგილბრივები ამბობენ, რომ სოფელში ქურდობის ფაქტებმა იმატა, იგივე პრობლემაზე მიუთითებენ სოფელ გურგენიანშიც.

გურამ კაკალაშვილი მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამას და იმ პრიორიტეტებს აცნობს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ის პრობლემები გადაიჭრება, რომელსაც ადგილობრივები განსაკუთრებით მიუთითებენ.