ამინდის პროგნოზი

რადიო "ჰერეთში" პირდაპირი ეთერის დროს უცნობი პირები შეიჭრნენ და ლაშა დვალიშვილი სცემეს

 
01 October, 2016   4 წელი 4 საათის და წინ
 
1423

რადიო "ჰერეთის" პირდაპირ ეთერში დებატების დროს ინციდენტი მოხდა.

არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს ლაგოდეხის მუნიცილაპიტეტში ლაშა დვალიშვილს პაატა ბურჭულაძის პარტიიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოულოდნელად რადიოს ოფისში დაუდგენელი პირები შევარდნენ და პირდაპირი ეთერი ჩაშალეს.

როგორც ლაშა დვალიშვილმა განაცხადა, მომხდარის მიზეზი მისთვის უცნობია და ვერ ხვდება, ინციდენტი რას უკავშირდება.

რადიო "ჰერეთი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ უსაფრთხოების ზომები რადიოს ტერიტორიაზე.