ამინდის პროგნოზი

გურამ მაჭარაშვილი ნინიგორის და სვიდებას მოსახლეობას შეხვდა

 
03 October, 2016   3 წელი 11 თვის წინ
 
377

ლაგოდეხსა და ყვარელში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი სოფლების ნინიგორის და სვიდებას მოსახლეობას შეხვდა.

მაჭარაშვილმა შეხვედრისას ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, დასრულდება სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული პროექტები, სწრაფი ტემპებით დაიწყება მუნიციპალიტეტის გავითარების პროცესი.

"2017 წელს ლაგოდეხის პრაქტიკულად ყველა სოფელს ექნება ბუნებრივი აირი, გაგრძელდება შიდა გზების ასფალტირების სამუშაოები. თბილისი - ლაგოდეხის მიმართულებით დაიწყება ახალი ავტობანის მშენებლობა, რომელის გამტარუნარიანობა დღევანდელზე 4-ჯერ უფრო მეტი იქნება. შენარჩუნდება და დაიხვეწება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის და ჯანდაცვის პროგრამები“, - აღნიშნა კანდიდატმა.

მისივე თქმით, პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ლაგოდეხის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრაზე ითქვა, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში ლაგოდეხსა და ყვარელში მკვეთრად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, მცირე საოჯახო ბიზნესის განვითარებას. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცაციის საკითხებზეც. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს კონკრეტული გეგემები ევროპისა და ჩინეთის ბაზრებზე ქართული პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით.

„მეწარმეები თქვენგან, ფერმერებისგან შეიძენენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მომავალი წლიდან უკვე შესაძლებელი გახდება ამ პროდუქციის სხვადასხვა სახით გატანა ჩინეთის ბაზარზე, ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით“,-აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

გურამ მაჭარაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა

 
02 October, 2016
 
354
 

გურამ მაჭარაშვილმა მეწარემეებს მეწარმოების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

 
17 September, 2016
 
389
 

გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნების“ პროგრამა ამჯერად ბაისუბნისა და ჩადუნიანის მოსახლეობას გააცნო

 
14 September, 2016
 
290
 

გურამ მაჭარაშვილმა სოზარ სუბართან ერთად ლაგოდეხის დევნილთა დასახლება მოინახულა

 
10 September, 2016
 
419
 

"ნუთუ არ შეიძლება, ადამიანებმა ნორმალურად ისაუბრონ, არგუმენტებით იპაექრონ და არ იყოს პიროვნული შეურაცხყოფა"

 
04 September, 2016
 
372
 
ყველა მსგავსი სიახლე