ამინდის პროგნოზი

"თავისუფალი დემოკრატები“ ბიულეტენებში შეცდომებსა და ე.წ.კარუსელის დატრიალების მცდელობაზე საუბრობენ

 
08 October, 2016   3 წელი 11 თვის წინ
 
375

,,ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“ დარღვევების შესახებ უკვე მეორედ გამართულ ბრიფინგზე საუბრობენ. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი საუბრობს იმ ახალი დარღვევების შესახებ, რომელიც ,,თავისუფალი დემოკრატების“ წამომადგენლება ცენტრალურ შტაბს საარჩევნო უბნებიდან მიაწოდეს. 

კერძოდ საუბარია როგორც  ბიულეტენებში არსებულ შეცდომებზე, ასევე ბათუმში ერთ-ერთი საარჩევნო უბანიდან ბიულეტენების გამოტანაზე, რაც არის კარუსელის დატრიალების მცდელობა. 

"11:00 საათზე ლაგოდეხში  (#26 ოლქში) , #2 უბანზე, სადაც  გამგებელი ეწევა აგიტაციას, ასევე 11:00 საათზე კვლავ ლაგოდეხში   (#26 ოლქში ) #5 უბანზე ჯემალ კუსიანი ეწევა აგიტაციას ოცნების სასარგებლოდ. 10:00 საათი- ლაგოდეხი (#26 ოლქში ) მე-9 უბანზე, სოფ. თელა 5 მოქალაქე არ არის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული, რის შესახებაც საჩივარი უკვე დაწერილია. 

სერიოზულ დარღვევაა ის, რომ 12: 30 საათზე, ლაგოდეხის რაიონში #15 ოლქის, მე-26 უბანში, სოფ. მაწიმში, ბიულეტენში 27 ნომრის გასწვივ ,,თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის ვახტანგ მჭედლიძის ნაცვლად მითითებულია მალხაზ დავითაშვილი. ასეთი ბიულეტენი აღმოჩნდა 38 ცალი. 

ბაღდათი (#51 ოლქში) #მე-3 უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემა ხელმოწერის გარეშე  (საჩივარი)10:00 – 11:00 საათი, #30-ე უბანზე რუსთავი (#30 ოლქი) ხმა მისცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით,  პ/მ გარეშე

10:46 საათი - #8 უბანში ისანი (#9 ოლქი) საარჩევნო კაბინაში იპოვეს ბეჭდაუსმელი ბიულეტენი, რომელზეც შემოხაზული იყო ნომერი  14 (საჩივარი)

10:00 საათი- დიდუბე (#15 ოქლი) მე-14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ქაღალდზე არ დააფიქსირეს დრო და ამის გამო გახსნეს ყუთი. ხმის მიცემის პროცედურა ამჟამად აღდგენილია, თუმცა საეჭვოა ზოგადად უბნის შედეგებისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი.

11:41 საათი - გლდანში (#22 ოლქი), #86 უბანზე, აღმოჩენილია დარღვევა- გაცემულია ერთით მეტი პროპორციული ბიულეტენი. საფრთხეა კარუსელის დატრიალების.

ქობულეთში (#71 ოლქი) #10 უბანზე არის 2 შესასვლელი კარები და ერთი არ იყო დალუქული. (საჩივარი)

12:30 საათი - ლაგოდეხის რაიონში #15 ოლქის, მე-26 უბანი, სოფ. მაწიმი, ბიულეტენში 27 ნომრის გასწვივ ვახტანგ მჭედლიძლის ნაცვლად მითითებულია მალხაზ დავითაშვილი. ასეთი ბიულეტენი აღმოჩნდა 38 ცალი. 

12:00 საათი - კენჭისყრა შეაჩერეს საბურთალოზე (# 5 ოქლი) # 6 უბანზე და ხმები გადათვალეს. რაც არის კენჭისყრის პროცედურების შეჩერება და წარმოადგენს კანონის გადაცდომას. 

#38 ოლქის თიანეთი- დუშეთი- ყაზბეგის ბიულეტენები აღმოჩნდა #26 ლაგოდეხის მაჟორიტარულ საარჩევნო უბანზე #26.15.04

#69.79.74 ბათუმის საარჩევნო უბანზე ჩვენი წარმომადგენლების მიერ აღკვეთილ იქნა ბიულეტენების გამოტანა უბნიდან, რაც მიუთითებს კარუსელის დატრიალების მცდელობაზე. 

ხონში ოლქში #14 უბანზე 5-დან 2 ადამიანი არ აკეთებდა მარკირებას.  (დარღვევა აღმოიფხვრა)ხელვაჩაურის 72# მაჟორიტარულ ოლქის # 30 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირევბელმა აღკვეთა მარკირებული ადამიანის შესვლა საარჩევნო უბანზე’’, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ საუბრისას.