ამინდის პროგნოზი

შსს-მ ლაგოდეხში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 
18 October, 2016   3 წელი 11 თვის წინ
 
396

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ. კ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.