ამინდის პროგნოზი

პროკურორებსა და გამომძიებლებს სერთიფიკატები გადაეცათ

 
10 November, 2016   3 წელი 8 თვის წინ
 
418

საქართველოს პროკურატურაში, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ანტიდისკრიმინაციის თემაზე პირველი დისტანციური სასწავლო კურსი განხორციელდა. სამთვიანი სასწავლო პროგრამა 20-მა პროკურორმა და პროკურატურის სისტემის გამომძიებელმა წარმატებით დაასრულა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები დღეს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ერთობლივად გადასცეს.

სასწავლო პროგრამა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა, რომელმაც თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონცეფციებსა და პრინციპებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და შექმნოდათ ფართო წარმოდგენა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო და ევროპულ ინსტრუმენტებზე. დისტანციური სწავლების მოდული, თეორიულ მასალებთან ერთად დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით. სასწავლო კურსი განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან" - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

კურსის შედეგები საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ შეაჯამეს. ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა სისტემის თანამშრომლების განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მზაობა გამოთქვა მომავალი აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად. 

ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს პროკურატურის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

მთავარი პროკურატურა ყაზახეთის პროკურატურის დელეგაციას მასპინძლობს

 
01 May, 2017
 
343
 

მთავარ პროკურატურაში ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

 
20 March, 2017
 
304
 

ზვიად მიხანაშვილი „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების“ პრეზენტაციას დაესწრო

 
20 March, 2017
 
283
 

"არანაირ დირექტივებს და არანაირ მესიჯებს პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს"

 
20 March, 2017
 
438
 

საქართველოს მთავარი პროკურორი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 
09 March, 2017
 
399
 
ყველა მსგავსი სიახლე