ამინდის პროგნოზი

სოფელ ბოლქვში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

 
30 November, 2016   3 წელი 9 თვის წინ
 
452

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ძმის სიმამრი მოკლა, რძალი კი დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და მკვლელობა სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების დაპირისპირებას მოყვა.

პოლიციამ ერთი მამაკაცი უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.