ამინდის პროგნოზი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

 
03 February, 2017   3 წელი 8 თვის წინ
 
333

თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა ინიციატივით, კენჭისყრაზე დაეყენებინათ მიმართვა ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის მერიის ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების გამოყოფის თაობაზე.

დაპირისპირების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

"ქართულმა ოცნებამ" ენმ-ს ეს ინიციატივა პოპულიზმად და ქულების დაწერის მცდელობად შეაფასა.