ამინდის პროგნოზი

ლაგოდეხში საავადმყოფოს მე-4 სართულიდან პაციენტი გადმოხტა

 
06 March, 2017   3 წელი 6 თვის წინ
 
667

ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფო „კელაპტრის“ მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საავადმყოფოს მედპერსონალის ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი კლინიკაში თავის ტრავმით ნასვამ მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე თქმით, პაციენტი აგრესიით გამოირჩეოდა, ახლობლები მის დაწყნარებას ცდილობდენ, მოგვიანებით კი მისი შეკავება ვეღარ შეძლეს და მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადახტა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

გარდაცვლილი სოფელ ნინიგორის მცხოვრებია.

შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.