"ერთი კვირაა, მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის, სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს"

ტელეწამყვან მაია ასათიანის დედა ნინო კალანდარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაიას ასათიანის დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა - იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი "მარაო" - დახურეს! საქმე - მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს. ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს. ხვალ ნუცას ორმოცია", - წერს ნინო კალანდარიშვილი სოციალურ ქსელში.


დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აღიარებს


"დე, ძალიან მენატრები... ეს იყო ბოლო, რაც მითხრა, მერე იყო სიკვდილი"

"მე თუ ფეხზე დადგომა და ჩემი საქმის გაგრძელება შევძელი, ეს თქვენი დამსახურებაცაა, მადლობა ამისთვის"

"პროფილი" ეთერს უბრუნდება

"დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას!"

"მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ - თქვენი დამსახურებაა!"