ამინდის პროგნოზი

გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" დაფუძნების 5 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 
21 April, 2017   3 წელი 6 თვის წინ
 
435

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი პარტიის დაფუძნების 5 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღევანდელ დღეს, 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ მმართველობით სისტემას და დაიწყო ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. 

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენამ გააჩინა იმედი იმისა, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა ხალხთან ერთად დაამარცხებდა მოძალადე ხელისუფლებას და სახელმწიფო ნორმალური განვითარების გზას დაადგებოდა.

სწორედ 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ახლადშექმნილ პოლიტიკურ ძალასთან ერთად დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა და, თვეების განმავლობაში რეპრესიების, დარბევების, უკანონო დაპატიმრებების მიუხედავად, უსისხლოდ, ბრძოლის ერთადერთი იარაღით - პოლიტიკური მეთოდებით, არჩევნების გზით დაამარცხა არსებული რეჟიმი.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გახდა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო რეალური დემოკრატიული ცვლილებები. 

ჩვენ პარტიას დღესაც ერთი მიზანი გვამოძრავებს - ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო, სახელმწიფო, რომელიც თითოეული მოქალაქის უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ზრუნავს", - აღნიშნულია განცხადებაში.