ამინდის პროგნოზი

კუს ტბის ასახვევთან კაფე "ანტრე“ დააყაჩაღეს

 
28 April, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
597

თბილისში, კუს ტბის ასახვევთან კაფე "ანტრე“ დააყაჩაღეს. 

შსს-ს ინფორმაციით, კაფეში ერთი პირი შეიჭრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი სავარაუდოდ, დაკავებულია. 

მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.