ამინდის პროგნოზი

კაფე "ანტრედან“ თავდამსხმელმა 1500-მდე ლარი წაიღო

 
29 April, 2017   3 წელი 3 თვის წინ
 
1250

კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე „ანტრედან“ თავდამსხმელმა 1500-მდე ლარი წაიღო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კვების ობიექტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, შენობაში გამყიდველი გოგონა იმყოფებოდა. ამ დროისთვის, მას პოლიცია კითხავს. 

ადგილზე ყაჩაღობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, შსს-ში ამ ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.  

თავდამსხმელი 25 წლამდე მამაკაცი იყო. სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება სავარაუდოდ, ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მეშვეობით მოახდინეს. 

ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.