ამინდის პროგნოზი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი გაქურდეს

 
30 April, 2017   3 წელი 3 თვის წინ
 
566

ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. წაღებულია ოთხი პერსონალური კომპიუტერი. 

როგორც ბოტანიკური ბაღის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, სამსახურში მისვლის დროს ადმინისტრაციის შენობა გაქურდული დახვდა. 

გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.