ამინდის პროგნოზი

ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

 
03 May, 2017   3 წელი 4 თვის წინ
 
1071

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც Frontnews-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცლსასროლი იარაღის მართლსწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ჯავახიშვილის 48 ნომერთან ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომობილში დღეს საღამოს ჩაცხრილეს.