ამინდის პროგნოზი

აჭარაში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 32 წლის ქალი დააკავეს

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
651

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით  მიმდინარეობს.