ამინდის პროგნოზი

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
794

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა.

როგორც სკოლის პედაგოგები საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებენ, სწავლის პროცესის ჩაშლის მიზეზი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმია.

პედაგოგების განცხადებით, გუშინ, განათლების მინისტრისგან პირდაპირ ეთერში შეიტყვეს, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლის შენობაში გადადის. პედაგოგები ეჭვობენ, რომ კადრების ოპტიმიზაცია მოხდება.

როგორც პედაგოგები ამბობენ, მათ სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ ხელი მოწერილი აქვს მემორანდუმზე, თუმცა მათივე ინფორმაციით, დირექტორმა დოკუმენტის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა.

162-ე სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სკოლის პედაგოგებთან შეხვედრას მართავენ.