ამინდის პროგნოზი

"ეს არის ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონში გაცნობიერებული აქვთ თუ რა გამოწვევების წინაშეა საქართველო"

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
471

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მიმართვას ეხმაურება.

"კონგრესმენების წერილი კიდევ ერთი მაგალითია იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს აქვს ვაშინგტონსა და კონგრესში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონში გაცნობიერებული აქვთ თუ რა გამოწვევების წინაშეა საქართველო ტერიტორიების 20%-იანი ოკუპაციის პირობებში. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს მომავალშიც დავუჭიროთ მხარი რეფორმებისა და დემოკრატიის გზაზე", - განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა.