ამინდის პროგნოზი

საქართველოს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
401

დღეს 4 მაისს, 19:00 საათზე ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ორგანიზებით, კაფე-თეატრში საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება.

ბილეთის ფასი 95 ლარია. რომელშიც სადილთან ერთად გასართობი პროგრამაც შედის. დაგეგმილია „თითების თეატრის“ სპექტაკლი და სიმებიანი კვარტეტის კონცერტი. ღონისძიების მონაწილეებისთვის მოეწყობა ლატარია და გადაეცემათ საჩუქრები.

ვახშმის მხარდამჭერები არიან ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა, კაფე-თეატრი და ღვინის კომპანია „ლაგვინარი“, შემოსული თანხა კი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. 

2014 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საჯარო უწყების და 62 ორგანიზაციის მათ შორის 51 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, ფონდში მობილიებულია 9.8 მილიონი ლარი. სოლიდარობის ფონდმა სიმსივნით დაავადებული 379 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო.