ამინდის პროგნოზი

"როცა საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა და ამავდროულად ამბობს, რომ ჩაერთვება, პროცესში მონაწილეობა როგორ წარმოუდგენია?!"

 
04 May, 2017   3 წელი 6 თვის წინ
 
402

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის პროცესში მაშინ უნდა ჩართულიყო, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. 

"როცა საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა და ამავდროულად ამბობს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება, მას უნდა ჰკითხოთ, ამ პროცესში მონაწილეობა როგორ წარმოუდგენია?! ფორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელებთ და კონკრეტული შეთავაზება იქნება. თუ ეს არის გულწრფელი პოზიცია, სურვილი და ნაბიჯი, ეს გამოჩნდება. თუ ეს გულწრფელი პოზიციაა და გამოსაცდელი შეთავაზება არ არის, ეს გამოჩნდება. მზად ვართ, რომ კომისიაში ნებისმიერი განსხვავებულ პოზიციას მოვუსმინოთ. ამ პროცესს საყოველთაო განხილვა იმიტომ ჰქვია, რომ მისგან არავის გარიყვა არ შეიძლება.

პრეზიდენტი ამ პროცესში თავიდან უნდა ჩართულიყო. მიმაჩნია, რომ მცდარი იყო პოზიცია, როცა თავიდანვე არ ჩაერთო. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სვლაა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზებაა, თუმცა ფორმებზე მსჯელობა გვექნება", - განაცხადა ბესელიამ. 

"ქართული ოცნება" სავარაუდოდ, დღეს გაახმოვანებს იმ შეთავაზებას, თუ რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში.