ამინდის პროგნოზი

"ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მართლა ჯანსაღი რაციონისკენ გადავინაცვლოთ"

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
432

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი რეგულაცია, რომელიც სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვას გულისხმობს, ეტაპობრივად განხორციელდება.

"რეგულაცია პირველ ეტაპზე აკრძალავს ყველაზე არაჯანსაღ პროდუქტებს, მაღალშაქრიან გაზიან სასმელებს, შოკოლადებს, "სუხარიკებს". პირველ ეტაპზე შევეცდებით, რომ ესენი გაქრეს სკოლის ბუფეტებიდან, შემდეგ ეტაპზე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხილისკენ, ბოსტნეულისკენ და მართლა ჯანსაღი რაციონისკენ გადავინაცვლოთ. ეს პროცესი იქნება ეტაპობრივი და მოგეხსენებათ, რომ ამის ოპერირებით კერძო კომპანიები არიან დაკავებული. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ რაღაც უეცარი სიურპრიზები შევუქმნათ, შესაბამისად შევეცდებით, ეს ცვლილებები ისეთ ტემპში განვახორციელოთ, რომ მოასწროს ამ ხალხმა რეალურად ბუფეტებში ჯანსაღი საკვების შემოტანა, თან ძალიან მნიშვნელოვანია, ფასზე არ აისახოს, არ გაძვირდეს სკოლის ბუფეტები. მგონია, რომ ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

სოზარ სუბარი და ალექსანდრე ჯეჯელავა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ

 
07 April, 2017
 
265
 

"ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმწისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის"

 
14 March, 2017
 
608
 

"ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითი კონკრეტული პოლიტიკური პარტია როგორ აკონტროლებს კონკრეტულ მედიასაშუალებას"

 
06 March, 2017
 
357
 

"სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს"

 
05 March, 2017
 
1428
 

"ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ პატრიარქს და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებს და მივიღეთ სრული მხარდაჭერა"

 
24 February, 2017
 
765
 
ყველა მსგავსი სიახლე