ამინდის პროგნოზი

"პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ, ფროიდი ტირის"

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
799

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჭორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმეზე გავლენა მოახდინა და არ ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლის შესახებაც საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა.

ამის შესახებ მარგველაშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებმაც მას ყოფილი პრემიერის შესაძლო გავლენის შესახებ დაუსვეს შეკითხვა. 

"რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ, მოვწყდე ჭორსა და პირად საუბრებს. ძირითადად პოლიტიკაში საუბარია ჭორზე ან მის შინაგან მდგომარეობაზე. პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ, ფროიდი ტირის. სულ ვფიქრობ, საიდან იფიქრეს ან იციან ეს. ვცდილობ, ეს არ ვაკეთო. ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როდესაც დამთავრდა. არ ვსაუბრობ ისეთ თემებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ. ათასი ჭორი მსმენია, რომ ივანიშვილმა ვინმეზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ეს ხომ ჭორია. მე ხომ არ ვიცი, სიმართლეა თუ არა ბიძინას სავარაუდო გავლენა", - განაცხადა მარგველაშვილმა.