ამინდის პროგნოზი

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურება ფასიანი არ ხდება"

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
319

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურება მოსახლეობისთვის ფასიანი ხდება.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით და მისი სერვისით თითოეული მოქალაქე უფასოდ სარგებლობს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, არ აყვნენ ასეთი სახის იაფფასიან განცხადებებს და კითხვის გაჩენის შემთხვევაში, სწორი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ დაუკავშირდნენ შესაბამის უწყებას", - აღნიშნულია განცხადებაში.