ამინდის პროგნოზი

საქართველოს სოლიდარობის ფონდს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე შეუერთდა

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
372

საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე სოლიდარობის ფონდის პოპულარიზაციისა და საქველმოქმედო  ღონისძიებების ორგანიზებაში თანხების მობილიზების კუთხით ჩაერთვება. 

გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლები სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დასახმარებლად ფონდში ყოველთვიურ ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ. 

"სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია მიესალმება ამ ინიციატივას და თითოეული ბენეფიციარისა და მათი ოჯახების სახელით მადლობას უხდის მოსწავლე-ახალგაზრდობისეროვნული სასახლის დირექტორს თიკა რუხაძეს და თითოეულ თანამშრომელს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის", - აცხადებენ სოლიდარობის ფონდში.

2014 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საჯარო უწყების და 62 ორგანიზაციის მათ შორის 51 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, ფონდში მობილიებულია 9.8 მილიონი ლარი. სოლიდარობის ფონდმა სიმსივნით დაავადებული 379 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო.