ამინდის პროგნოზი

"დიდი მადლობა, კაპიტანო!"

 
04 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
514

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მამუკა გორგოძის მიერ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დატოვებას ეხმაურება.

"საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს სახელი და გვარი არ ჰქონდეს გაგონილი და მამუკა გორგოძე მოედანზე, თავდაუზოგავ ბრძოლაში არ ჰყავდეს ნანახი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ტოვებს მისი ლეგენდარული კაპიტანი, ყველა დროის საუკეთესო ქართველი მესამეხაზელი, რომელმაც გულშემატკივრისა და რაგბისადმი სიყვარულით და მოედანზე ვაჟკაცობით, თანაგუნდელებთან ერთად, რაგბი ყველა თაობის საყვარელ სპორტის სახეობად აქცია საქართველოში. 

მამუკა გორგოძის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რთულია მისი ერთგული გულშემატკივრისთვის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრების დატოვება კიდევ უფრო მეტად უმძიმს თავად კაპიტანს. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა უნდა ვუთხრათ მამუკა გორგოძეს იმ ამაგისთვის და თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, რაც მან ქართული რაგბის განვითარებისთვის გასწია. დიდი მადლობა, კაპიტანო!", - აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში

 

"კონსტიტუცია იცვლება ფუნდამენტურად, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ისეთი დოკუმენტი, რომელიც გაუძლებს დროს"

 
06 May, 2017
 
748
 

"ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ეს ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს"

 
06 May, 2017
 
829
 

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში ამბროლაურში შეხვედრა გაიმართება

 
06 May, 2017
 
586
 

"როდესაც მათემატიკაზე ვერ თანხმდები, ბუნებრივია, პოლიტიკაზე მით უმეტეს ვერ შეთანხმდები"

 
05 May, 2017
 
613
 

"მმართველი ძალა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად, საკუთარი ხელით იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს“

 
05 May, 2017
 
449
 
ყველა მსგავსი სიახლე