ამინდის პროგნოზი

ქუთაისში 25 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
812

ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საფიჩხიის დასახლებაში მოხდა.  ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.