ამინდის პროგნოზი

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართება

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
451

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. 

დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებების წარდგენას გეგმავენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, მათ შორის გირაოს და საქმის შეწყვეტის შესახებ.

გარდა ამისა, ბრალდებულების ადვოკატების თქმით, მათი პოზიციაა, რომ სხდომა საჯარო იყოს, რათა საზოგადოებას კითხვები არ დარჩეს.