ამინდის პროგნოზი

"ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, დავადასტურებთ მის დანაშაულს"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
1117

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაწილში დასრულებულია, გამოძიება სხვა თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გრძელდება.

ამის შესახებ წიკლაურმა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

"დასრულდა გამოძიება და მოსამართლე ამ მტკიცებულებების დასაშვებობას შეაფასებს. ჩვენ გვაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რაც უტყუარი მტკიცებულებებია. ჩვენ დავადასტურებთ მის დანაშაულს. გამოძიება მამალაძის ნაწილში დასრულდა და გრძელდება სხვა თანამზრახველების გამოვლენის მიზნით“, - განაცხადა წიკლაურმა.