ამინდის პროგნოზი

"მამა გიორგის სურს, რომ სასამართლო სხდომა ღია იყოს, რათა საკუთარი სიმართლე საზოგადოებასთანაც დაადასტუროს"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
466

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგლომლობის დაყენებას აპირებენ, მათ შორის მტკიცებულებების დაუშვებლობასა და დეკანოზის გათავისუფლების შესახებ.

"მიმაჩნია, რომ ამ საქმის საჯარო ინტერესი ისეთია, რომ სასამართლოს სხდომა ღია უნდა იყოს, ამაში მეთანხმება მამა გიორგი მამალაძე, ისიც ამ პოზიციაზეა და მასაც სურს, რომ საკუთარი სიმართლე არა მხოლოდ მოსამართლესთან, არამედ საზოგადოებასთანაც დაადასტუროს, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს მის მიმართ ის კითხვის ნიშნები, რომელიც ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდების შედეგად შეიძლება ვინმეს გაჩენოდა.

ჩვენი შუამდგომლობა იქნება წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლა, თუ რა თქმა უნდა, საქმის შეწყვეტა არ მოხდება", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.