ამინდის პროგნოზი

პროკურატურამ სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
812

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა. 

მოსამართლის განცხადებით, ვიდრე შუამდგომლობებს არ მოისმენს, სხდომის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სხდომის დახურვის საფუძველი არ არსებობს. 

მიხეილ რამიშვილის თქმით კი, იმ ფონზე, როდესაც პროკურატურამ საქმის გარკვეული დეტალები საჯარო გახადა, გაუგებარია, რატომ უნდა შედიოდეს მათ ინტერესში სხდომის დახურვა.