ამინდის პროგნოზი

"ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, საპატრიარქოდან არ ყოფილა არანაირი მითითება თუ თხოვნა, რომ რაიმე დაემალათ"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
647

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს და ე.წ ციანიდის საქმეზე სხდომა საჯარო უნდა იყოს. 

როგორც ქარჩავამ სხდომის დახურვის შემდეგ განაცხადა, კატეგორიულად მიუღებელია პროკურატურის არგუმენტი, რომელიც ეკლესიის იმიჯის  შელახვას ეხება.

"პროკურატურის არგუმენტი,  რომ ეს ხდება ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ ეკლესიის იმიჯი არ შეილახოს, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან განსაცდელის დროს საპატრიარქო და ეკლესია ძლიერდება. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. საპატრიარქოდან არ ყოფილა არანაირი მითითება თუ თხოვნა, რომ რაიმე დაემალათ, მითუმეტეს  წინასასამართლოზე, სადაც მხოლოდ მტკიცებულებების ჩამონათვალია. დღეს საქართველოს საპატრიარქოს იმიჯის პროცესი არ მიმდინარეობს. აქ არის კონკრეტული ბრალდება, კონკრეტული პირის მიმართ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ მამა გიორგისაც, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვთ, საჯარო გახადონ. ჩვენ გამოვდივართ საჯარო ინტერესიდან", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

სხდომის დახურვის მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. პროკურატურამ სხდომის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად საჯაროობის შემთხვევაში, სასულიერო პირებს შორის შესაძლო დაპირისპირება დაასახელა.