ამინდის პროგნოზი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
639

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა. 

"წავედი ჩემი სურვილით“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება გადადგომა ბეჟან ფარცვანიას ფაქტორს, რომელიც მისი ნათესავია და ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში ფიგურირებს, კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ გადადგომას ამასთან კავშირი არ აქვს. 

"რა კავშირი უნდა ქონდეს ამას? მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს დაახლოებით ორი თვის წინ.  უბრალოდ, პრემიერმა ახლა გადაწყვიტა, რომ გააკეთოს ეს. ამას არანაირი კავშირი არაფერთან არ აქვს. ჩემს წასვლას არანაირი კავშირი არ აქვს არც განაწყენებასთან და არც არაფერთან. ადამიანის თავში მოიხარშა აზრი, რომ დაიღალა და უნდა, სხვაგან იყოს. რა პრობლემაა“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

 

 

http://1tv.ge