ამინდის პროგნოზი

"ამ ტიპის დაწესებულებისათვის საპილოტე ქვეყნად საქართველო შევარჩიეთ და მოხარული ვარ, რომ ეს იდეა აქ ასე აიტაცეს"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
606

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისში ევროპული სკოლის გახსნაზე, რომელიც ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობისთვისა და პირადად მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

"რა არის ევროპული სკოლა? რა იდეა დგას მის მიღმა? ეს იქნება ასეთი ტიპის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი მიზანი იქნება მრავალენოვნების დამკვიდრება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ და მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ უამრავი ენა გვაქვს. ევროპაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია რამდენიმე მათგანის ცოდნა მაინც. ამასთან, არსებობს უამრავი კულტურა, მრავალფეროვანი ისტორია და აუცილებელია, მეტი ცოდნის მიღება ამ მიმართულებით. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ეს სკოლა. ამ ტიპის დაწესებულებისათვის საპილოტე ქვეყნად საქართველო შევარჩიეთ და მოხარული ვარ, რომ ეს იდეა აქ ასე აიტაცეს. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა სრულად შეესაბამება თქვენს გეგმებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გამყარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროკომისარმა და აღნიშნა, რომ ამ გზით, საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ნიჭიერ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისწავლონ ევროპული კულტურა, ენები, აითვისონ შესაბამისი უნარები და ხელს შეუწყობს მათ, ადვილად განაგრძონ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში.