ამინდის პროგნოზი

"მოდით, დავიწყოთ ჩვენი ევროპული პროექტი აქ, ამ ქვეყანაში"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
492

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარების მიზნის ერთგულია და განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რასაც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ანგარიში ადასტურებს.

"მოდით, დავიწყოთ ჩვენი ევროპული პროექტი აქ, ამ ქვეყანაში, როგორც ნიშანი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ხანგრძლივი ერთგულებისა", - განაცხადა ევროკომისარმა.