ამინდის პროგნოზი

"ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და კერძო ბიზნესს უბრუნდება"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
683

ჯანდაცვის სამინისტრო ვალერი კვარაცხელიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა.