ამინდის პროგნოზი

გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
403

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. 

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები - ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ასოცირების შეთანხმების შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს ინტეგრაციული პროცესებისა და განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში მყარი მხარდაჭერისთვის.

შეხვერდრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც ნოემბერში, ბრიუსელშია დაგეგმილი.

კომისარმა აღნიშნა საქართველოს გამორჩეული როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. მხარეებმა იმ საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა. გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.

თავის მხრივ ევროკომისარმა ისაუბრა, ცვლილებების განხილვის პროცესში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და ფართო კონსენსუსის განხორციელების აუცილებლობაზე.