ამინდის პროგნოზი

"ახალმა საქართველომ“ ინოვაციური პროექტი შეიმუშავა, რომელიც გადასასვლელებზე შემაკავებელი ხაზის მოწყობას გულისხმობს

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
590

"სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წევრებმა სპორტის სასახლესთან სიმბოლური აქცია -"დაიცავი სიცოცხლე“ გამართეს.  აქციის მიზანი გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაა.

პარტიის ლიდერ გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა შემაშფოთებელი და მზარდია.  

აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მათ ინოვაციური პროექტი შეიმუშავეს, რომელიც გადასასვლელებზე შემაკავებელი ხაზის მოწყობას გულისხმობს. 

"ყველა შუქნიშანზე, ყველა გადასასვლელზე, პირველი, რომ თვალსაჩინო იყოს გადასასვლელი და მეორე - დამონტაჟდეს ე.წ. კბილანებიანი ბარიერები, როგორც კი აინთება წითელი, ამოვა კბილანა, შესაბამისად, მანქანა თუ გაივლის წითელზე, ან თუ ადრე დაძრავს, ან გვიან გაჩერდება, მას საბურავები დაუსკდება. მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ არის, მაგრამ არსად ასეთი კატასტროფული მოძრაობა არ არის, როგორც თბილისში", - განაცხადა ვაშაძემ.

პარტიას პროექტის განხორციელებაში მერიის მხარდაჭერის იმედი აქვს. განხორციელების უზრუნველყოფა დედაქალაქის მთავრობას უკვე შესთავაზეს.