ამინდის პროგნოზი

"ხელისუფლებამ "ქართული ოცნების" 50 და 70 აქტივისტის მობილიზება მოახერხა, მაგრამ ეს არ არის საზოგადოებრივი განწყობა"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
580

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხალხის განწყობაა, რომ არ წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და გაუნაწილებელი მანდატები ხვდებოდეს უსამართლოდ მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დადასტურდა.

ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა ქუთაისში კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის პირველი საყოველთაო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ქუთაისელებს არ უნდათ, რომ ქუთაისიდან გადავიდეს პარლამენტი, ხალხს არ უნდა, რომ გაუნაწილებელი მანდატები ხვდებოდეს უსამართლოდ მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიას, ხალხს არ უნდა, რომ წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება, ეს გამოჩნდა ყველა იმ გამოსვლაში, რაც დღეს ამ დარბაზში იყო. რაც შეეხება ტაშის დაკვრას, კიდევ ერთხელ ვამბობ, "ქართული ოცნების" 50 და 70 აქტივისტის მობილიზება რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ მოახერხა, მაგრამ ეს არ არის საზოგადოებრივი განწყობა და თუ საზოგადოებრივი განწყობის არ ეშინია "ქართულ ოცნებას", მაშინ ჩავატაროთ საერთო-სახალხო განხილვა, პლებისციტი", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მეორე საყოველთაო განხილვა ხვალ აბროლაურში გაიმართება.