ამინდის პროგნოზი

"არ გვინდა საჯაროდ ვთქვათ, მაგალითად, რომელ ჩვენ მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა იყო ეს მუქარა, რა შინაარსის იყო"

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
656

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომის დახურვა მოხდა იმიტომ, რომ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება იყოს დაცული.

წიკლაურის თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს პროკურატურამ სხდომის დახურვის არგუმენტად საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია დაასახელა, აბსურდია.

"ადვოკატების მხრიდან მოხდა ფაქტების დამახინჯება, აღნიშნული შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება, რომ თითქოს საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია გამოიყენა პროკურატურამ არგუმენტად, ეს არის აბსურდი, არც კი გვიხსენებია საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია.

იმიტომაც დავხურეთ სხდომა, რომ არ გვინდა საჯაროდ ვთქვათ, მაგალითად, რომელ ჩვენ მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა იყო ეს მუქარა, რა შინაარსის იყო იგი. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ დავიცვათ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება. რელიგიური საფუძველი ედო მოტივად, რატომაც მუქარა შეუთვალეს ერთ-ერთ ჩვენ მოწმეს", - განაცხადა წიკლაურმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დაიწყო. წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობით დაიხურა.